მსოფლიო მზად უნდა იყოს კორონავირუსის შესაძლო პანდემიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ამ დროისთვის სიტყვა „პანდემიის“ გამოყენება ეწინააღმდეგება ფაქტებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ვითარება შიშს უნდა ნერგავდეს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ შეკავებაზე და ამასთანავე, ყველაფერი გავაკეთოთ, შეძლებისდაგვარად, რათა მოვემზადოთ პოტენციური პანდემიისთვის“ , – განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა.
მისი თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს და თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეაფასოს მისი რისკები საკუთარი კონტენტიდან გამომდინარე.
ცნობისთვის, ჩინეთში ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 77 ათასს უკვე გადააჭარბა. გარდაცვლილია 2592 ადამიანი, განიკურნა 24 ათასზე მეტი.
ჩინეთის გარეთ დაინფიცირების 1769 შემთხვევაა, გარდაცვლილია 17 ადამიანი.