მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 130 ათასს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობა 4756-ია, ხოლო 68 ათასზე მეტი განიკურნა.
ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, გავრცელების მასშტაბი საგრძნობლად შემცირდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 ახალი ინფიცირებული და 11 გარდაცვლილია, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით მცირეა.
რაც შეეხება იტალიას, მასზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ განახლებულა. გუშინდელი მონაცემებით, გარდაცვლილია 827 ადამიანი, 12 462 კი დაავადებული.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 295 პაციენტი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 49.