მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდნენ

კომპანია ამაზონის დამფუძნებელმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა ტაბლოიდი ინტიმური ფოტოებით შანტაჟში დაადანაშაულოა. მისი თქმით National Enquirer მას ბეზოსის და  ტელეწამყვანის, ლორენ სანჩესის ინტიმური ფოტოების სერიის გამოქვეყნებით ემუქრებოდა. ფოტოებს შორის არის კადრი, რომელშიც ბეზოსი სრულიად შიშველია. ბიზნესმენი ამბობს, რომ ტაბლოიდის ადვოკატმა მიმართა და შანტაჟის შეწყვეტას დაპირდა, თუ ბეზოსი განაცხადებდა, რომ გამოცემაში მის შესახებ მანამდე გამოქვეყნებულ მასალებს პოლიტიკური მოტივი არ ქონია.
თუმცა ბეზოსმა ადვოკატთან მიმოწერის გამოქვეყნება გადაწყვიტა. “ნაცვლად იმისა, რომ გამომძალველობას და შანტაჟს დავმორჩილებოდი, გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ის, რასაც ისინი თვითონ მწერდნენ, მიუხედავად მოყენებული პირადი ზიანისა და უხერხულობისა.“ განაცხადა ბეზოსმა.
National Enquirer –მა იანვრის დასაწყისში გამოაქვეყნა სტატია ბეზოსისა და მისი საყვარლის შესახებ. ორი კვირის მანძილზე ქვეყნდებოდა სტატიები წყვილის ფოტოებით. ჯეფმა საკუთარი გამოძება ჩაატარა და გაარკვია, რომ ამაში პოლიტიკა იყო ჩარეული.
ბეზოსი გაზეთ The Washington Post ის მფლობელია, რომელიც ხშირად აკრიტიკებს დონალდ ტრამპს. National Enquirer–ის ხელმძღვანელი, დევიდ პეკერი კი აშშს პრეზიდენტის დიდი ხნის თანამებრძოლია. უფრო მეტიც, ბიზნესმენი ეჭვობს, რომ ინტიმური ფოტოების “გაჟონვა“ შესაძლოა მისი შეყვარებულის ძმის ნამოქმედარი იყოს, რომელიც ასევე ტრამპის მხარდამჭერია.
ბეზოსების 25 წლიანი ოჯახის დანგრევას მის ღალატს უკავშირებენ. ამაზონის ხელმძღვანელი უკვე რვა თვეა ხვდება ლორენ სანჩესს – 49 წლის ამერიკელ ტელეწამყვანს და მსახიობს. წლის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ ბეზოსების წყვილი განქორწინებას აპირებს. ჯეფ ბეზოსის ცოლს განქორწინებისას მინიმუმ 60 მილიარდი დოლარის მიღება უნდა. სწორედ ამ თანხად აფასებენ იურისტები წყვილის ქონების ნახევარს. 

ფოტოზე ბეზოსი და მისი ყოფილი ცოლი, მაკენზი

ცოლ–ქმრის განქორწინება ვაშინგტონის შტატში მოხდება. იურისტები ვარაუდობენ, რომ გასაყოფი ქონების მოცულობიდან გამომდინარე სასამართლო პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს. ვარაუდობენ, რომ წყვილი ადვილად მოილაპარაკებს ფინანსების და უძრავი ქონების გაყოფაზე. მთავარი პრობლემა კომპანია ამაზონში ბეზოსის წილია. თუ აქციების ნაწილს ყოფილ ცოლს, მაკენზის გადასცემს ეს ბაზარზე კომპანიის ღირებულებას სერიოზულად შეამცირებს. ამიტომ არ არის გამორიცხული ქალმა კომპანიის აქციებზე უარი თქვას , რათა მომგებიანი ინვესტიცია არ დააზარალოს, სამაგიეროდ კი მუდმივ ალიმენტზე დათანხმდეს. 

ლორენ სანჩესი

ღალატის შემთხვევაში ამერიკის ბევრ შტატში დაზარალებულ მხარეს უფლება აქვს   ოჯახური ქონების ნახევარზე მეტი მოითხოვოს, თუმცა ვაშინგტონის შტატში ოჯახური ღალატი და ამორალური საქციელი აქტივების გაყოფისას მხედველობაში არ მიიღება.