{{ARTICLEIMAGE}}სოციალური ქსელების ვარსკვლავი, პომერანული შპიცი სახელად ბუ 12 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი პატრონები, რომლებიც აშშ–ში ცხოვრობენ თვლიან, რომ ძაღლს გულის პრობლემები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2017 წელს მისი საუკეთესო მეგობარი, ძაღლი ბადი გარდაიცვალა. მანამდე ბუმ და მისმა მეგობარმა ბადიმ ერთად 11 წელი იცხოვრეს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით გული მოუკვდა, როცა ბადიმ დაგვტოვა“– წერენ ბუს პატრონები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, რომელსაც 16 მილიონზე მეტი ხელმომწერი ყავს.
ბუ ძალიან პოპულარული ძაღლი იყო. მის ამბებს და ფოტოებს პატრონები ათი წლის მანძილზე უზიარებდნენ ფეისბუქ გვერდის ხელმომწერებს. ბუ სატელევიზიო შოუებშიც არაერთხელ მონაწილეობდა. ასევე გახდა მთავარი გმირი წიგნისა “ბუ – მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი ძაღლის ცხოვრება“.
“მას შემდეგ რაც ფეისბუქზე ბუს გვერდი გავხსენი უამრავი შეტყობინება მივიღე ადამიანებისგან იმის შესახებ, როგორ ალამაზებდა ბუს ისტორიები მათ ცხოვრებას და როგორ ეხმარებოდა რთული პერიოდების გადატანაში. ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო. ბუ სიხარულს ჩუქნიდა ადამიანებს მთელ მსოფლიოში“ – ნათქვამია ბუს პატრონების ფეისბუქ სტატუსში, რომლის კომენტარებში ადამიანები ყვებიან, როგორ ეხმარებოდა პატარა ძაღლი მათ რთული პერიოდების გადატანაში.