მსუქანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან- სასულიერო პირის განცხადება რის შემდეგაც სცენიდან გადმოაგდეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ბრაზილიელ სასულიერო პილის ქალი სცენიდან აგდებს. როგორც ირკვევა ქალის გაღიზიანება სასულიერო პირის განცხადებამ გამოიწვია.

“მსუქანი ქალები სამოთხეში ვერ მოხვდებიან”, ასე განაცხადა ბრაზილიელმა სასულიერო პირმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სცენიდან გადმოვარდნის შედეგად ის არ დაშავებულა. დაახლოებით 50 ათასი ადამიანი უყურებდა, როგორ “გადმოფრინდა” ის სცენიდან. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს ქალი მენტალური პრობლემებით იტანჯება.

ინციდენტი სან პაულოში მოხდა. ეკლესია ტვიტერზე წერს, რომ ქალი უკვე დაკავებულია. „მამაო ამ შეტაკებისგან არ დაზარალებულა, ჩვენ მისთვის ვლოცულობთ. საბედნიეროდ, მღვდელს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ მესის გაგრძელება შგვიძლია“, – ნათქვამია ეკლესიის განცხადებაში.