მთაწმინდაზე ხმის მისაცემად სამგორის ოლქის ამომრჩეველი მივიდა

ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდაზე ხმის მისაცემად მოქალაქეები  სხვა  უბნებიდან მიდიან.  მაგალითად, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე ხმის მისაცემად სამგორის ოლქის  ამომრჩეველი  გამოცხადდა. ცესკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი.

“რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამგორის ოლქის ამომრჩეველი იყო უბანზე. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას ჩაინიშნავს და გადაამოწმებს. მივმართავთ მოქლაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებულნი,”- განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

დღეს,  მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური  იმართება.ერთმანეთს ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე უპირისპირდებიან. პირველ ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა, ლადო კახაძემ ხმების 41 %  მიიღო,თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს საერთო კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ — 36,83%.