ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით მთაწმინდის 31 უბნიდან ყველა უბნის შედეგების მიზედვით მთაწმინდაზე მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ლადო კახაძე და შალვა შავგულიძე მიიღებენ მონაწილეობას. მთაწმინდის შედეგები ასე გამოიყურება (გთავაზობთ იმ კანდიდატების შედეგებს, რომლებმაც ხმების 1%–ზე მეტი მიიღეს):
ქართული ოცნება: ლადო კახაძე – 41%
ევროპული საქართველო–თავისუფალი დემოკრატები: შალვა შავგულიძე 36.83%
ალექსანდრე ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობა: ლევან იოსელიანი 6.55%
გირჩი: გერმანე საბო 4.76%
დამოუკიდებელი კანდიდატი: გრიგოლ გეგელია –3.14%
დამოუკიდებელი კანდიდატი: კობა დავითაშვილი 2.91%
დამოუკიდებელი კანდიდატი: სოფო ხორგუანი – 2.61%