მთაწმინდაზე ცესკო-მ ამომრჩეველი ბუჩქის ძირას დაარეგისტრირდა. შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ სიების გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლის გვარს მედია არ ასაჯაროებს, ცესკო-ს სიაში ფაქტობრივ მისამართად მითითებული აქვს იუსტიცის სახლის მიმდებარე ბუჩქის ძირას. თუმცა უცნობია, კონკრეტულად რომელი ბუჩქის ძირს არის რეგისტრირებული გიორგი ნ.
თავდაპირველად ინფორმაცია ამის შეახებ სოციალური ქსელით გავრცელდა. მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმდა და აღმოჩნდა, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე სიაში მოქალაქე მართლაც ბუჩქის ძირას არის რეგისტრირებული.