“მთავარი არხი“ მაინც გავა ეთერში, ტყუილად წვალობთ,- წერს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი და “მთავარი არის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
„დღეს, 6 საათზე, დამიბარეს გენერალურ პროკურატურაში. ახალი ბრალი უნდა წამიყენონ. რა საამურია ცხოვრება დემოკრატიაში.
p.s მთავარი არხი • Mtavari Arkhi მაინც გავა ეთერში. ტყუილად წვალობთ“,- წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გვარამიას მიმართ პროკურატურამ ცოტა ხნის წინ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა. გვარამიას ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვასა და ყალბ გარიგებაში.
პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორს ზურაბ იაშვილს.