რამდენიმე წუთის წინ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს . ინფორმაციას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ნიკა გვარამია ავრცელებს.
“ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით.
აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ვრჩებით ამ ქვეყანაში, ან დანაშავე ივანიშვილის კლეპტოკრატია, მისი კორუმპირებული და ანტიხალხური რეჟიმი და კაციჭამია ზონდერი სპეცრაზმელები!
უზურპატორი უნდა გავუშვათ, ან ის დაგვტოვებს სამშობლოს გარეშე!!!”- წერს გვარამია.