“მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის”-მაია ასათიანის გადაცემის ახალი პრომო, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა (ვიდეო)

მაია ასათიანის გადაცემის ახალი პრომო “რუსთავი 2-ის” ფეისბუქის გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.როგორც ჩანს შემოქმედებითმა ჯგუფმა პრომოსთვის ოკუპაციის თემა აირჩია და გადაცემის წამყვანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის მთავარ მტერზე პოზიციას მკვეთრად აფიქსირებს.

“ჩემი სამშობლოს 20% დღემდე დაპყრობილია, რუსეთი ჩემი ქვეყნის მთავარი მტერია, ომი რუსეთმა დაიწყო, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის-” აცხადებს ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი ასათიანი.

ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში მაია ასათიანს არხზე დარჩენის გადაწყვეტილებას უწუნებენ,ზოგს კი თავად პრომო არ მოეწონა.

“პირველად ხდება რომ მე არ გითანაგრძნობ,და ამ არჩევანში მხარს არ გიჭერთ”
“რომელ ჯარისკაცობაზე საუბრობ???ღალატი არაფერს ნიშნავს???”-წერენ მაყურებლები.