“მთავარი” ეთერში 20 წუთის დაგვიანებით გავიდა

“მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვება “მთავარი” ეთერში 20 წუთის დაგვიანებით გავიდა. მიზეზი ტექნიკური პრობლემები გახდა. 

საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის განცხადებით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის სერვერი და საეთერო გაურკვეველი მიზეზების გამო გაითიშა, რის გამოც ახალი ამბების ეთერში გაშვებას ვერ ახერხებდნენ.