სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მთავარმა პროკურორმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს პირადი ცხოვრების საქმეებზე არსებულ ყველა შეკითხვას და დადგინდეს ვინ დგას პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის უკან.
ლომჯარიამ დღეს საზოგადოებას მიმართა, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელება არის დანაშაული და მკაცრად ისჯება, ამიტომ ასეთ ვითარებაში საზოგადოებამ მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ხელი არ შეუწყოს კადრების გავრცელებას.
“მსგავსი ტიპის კადრების გავრცელება არის დანაშაული და საკმაოდ მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას თავი, შეიკავონ მათ შორის სოციალურ ქსელებში ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებისგან რათა ხელი არ შეუწყონ იმ ჯგუფებს ინტერესებს, ვინც ამ კადრების გავრცელების უკან დგანან”
“დღესაც პროკურატურის მიმართ გვაქვს კითხვები იმ საქმეებზე, რომელიც წლების წინ გავრცელებულ კადრებს ეხება, დღემდე დაუდგენელია, თუ ვინ იყო ამ კადრების გავრცელების ინიციატორი, ჩვენ მთავარ პროკურორს უნდა მოვთხოვოთ, რომ როცა ის პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება, დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოს რა ეტაპზეა საქმის გამოძიება და რა უშლის ხელს იმას, რომ დაადგინონ საიდან და ვისი ინიციატივით ხდება სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების ატვირთვა”, – აღნიშნა ლომჯარიამ.