მთავრობა სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემაზე 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირებას განიხილავს

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  განაცხადა.

„ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ყველაფერი ის, რაც ხდება სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზედავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას, დღეის მდგომარეობით და ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი. დღეს მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვწიოთ“, – განაცხადა გახარიამ.