მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან, კამპანია “აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ორგანიზებით, აქცია – „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მიზანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოების გაერთიანება და საერთო პროტესტის გამოხატვა.

კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა დოლიძემ შეკრებილებს პეტიცია გააცნო, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება. კამპანია „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ შემდეგი შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს:

1. აიკრძალოს 25-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის შესვლა აზარტული სათამაშო დაწესებულებებში, მონაწილეობა და რეგისტრაცია

2.პრობლემოს სიმწვავიდან გამომდინარე, მთავრობამ უზრუნველყოს ლუდომანიის დაავადებულთათვის პროგრამების დაფინანსება, მათ შორის ცხელი ხაზის შექმნა.

3. აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ყველა ტიპის მედიასაშუალებაში და ასევე გარე რეკლამების განთავსებას ბილბორდებზე,ავტობუსებზე და ა.შ

4. პირველი ნოემბერი გამოცხადდეს აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის დღედ.