თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთ დაკავებულს გული წაუვიდა. მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე აქალაქო სასამართლომ იმსჯელა.
ერთ-ერთი დაკავებული, ოძელაშვილი, რომლის საქმის განხილვა გადაიდო, სასამართლოში შეუძლოდ გახდა. ცუდად გახდომამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იზოლატორში არაადამიანურ პირობებში ჰყავდათ. ოძელაშვილის განცხადებით, არ აძლევდნენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას, ასევე არ რთავდნენ საკვების შეტანის ნებას.
დაკავებულებიდან რამდენიმეს 10 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა, დანარჩენის პროცესი კი გადაიდო. ბაქარ შალიკიანის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებად „რუსთავი 2-ის“ მასალა წარადგინა.
დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ვითარება „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე უკიდურესად დაიძაბა. სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს.