მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციის დამატებითი ძალების განლაგება მოხდა.
აქციის მონაწილეები დაშლაზე უარს აცხადებენ. მთავრობის კანცელარიასთან რჩებიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, არამხოლოდ ლგბტ თემის მიმართ, არამედ ჟურნალისტების მიმართაც.
აქციაზე მოიყვანეს ყვითელი ავტობუსები, რომლითაც ლგბტ თემს შესთავაზეს აქციის დატოვება, თუმცა მათი თქმით, ისინი არ აპირებენ ტერიტორიის ყვითელი ავტობუსით დატოვებას, რადგან ეს მათი განცხადებით, შეურაცხმყოფელია.