მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ და სპეცტექნიკა შეაქვთ

პარლამენტის შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ და სპეცტექნიკა შეაქვთ.

“რუსთავი2”-მა გადაიღო ორი ავტობუსი,რომელიც სპეციალური ფარებითა და ხელკეტებითაა სავსე.

რამდენიმე საათია პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს პარლამენტის შენობის შიდა ეზოში. ახლა კი დამატებითი ძალები მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამოჩნდა.

ცოტა ხნის წინ პარლამენტის შიდა ეზოდან, სადაც “რუსთავი2”-ის გადამღები ჯგუფი სწორედ ამ ტექნიკას იღებდა ძალის გამოყენებით გამოაძევეს. მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მიახლოების საშუალებას “კურიერის” ჟურნალისტს არ აძლევენ.