მთელ ჩემს ქონებას ქობულეთის სასტუმროში ვუცვლი – ქუცნაშვილის შეთავაზება ჭყონიას

საქართველოს პარლამენტის წევრი, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მზადაა, მთელი თავისი ქონება ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქობულეთში მდებარე სასტუმრო „ჯორჯიან პალასში“ გადაუცვალოს.

თუ როგორ მოახერხა დეპუტატმა 6 წელიწადში ამდენი უძრავი ქონების შეძენა, ზაქარია ქუცნაშვილმა ასე უპასუხა:

„ეს შეკითხვა არის არაკვალიფიციური იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ წაკითხულიც არ გაქვთ ჩემი დეკლარაცია. დაჯამებულიც არ გაქვთ ჩემი ოჯახის საერთო შემოსავლები და შესაბამისად, „რუსთავი 2“-ზე დაყრდნობით გამოტანილი გაქვთ არასწორი დასკვნა. შესაბამისად, მე ერთი, რაც შემიძლია გითხრათ და შეგიძლიათ დაბეჭდოთ, ეს არ მეწყინება, რომ თუ თემურ ჭყონიას მიაჩნია, რომ მე მასზე მეტი ქონება მაქვს დაგროვილი პოლიტიკაში ყოფნის განმავლობაში, ვუცვლი მას მთელს ჩემს ქონებას მის ერთ სასტუმროში – ქობულეთში“, – თქვა ზაქარია ქუცნაშვილმა.