“მთელი ქვეყნისათვის სულში ჩამაფურთხებელი ამბავია მოთხრობილი”- ლევან ვასაძის ვიდეომიმართვა ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“

ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის გამო, ლევან ვასაძემ უცხოეთში ვიზიტი გადადო – ამის შესახებ ლევან ვასაძემ დღეს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან ასევე საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ლევან ვასაძე ლევან აკინის რეჟისორობით გადაღებულ ფილმს გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართველმა ერმა ამ ფილმის ჩვენება არცერთ კინოთეატრში არ უნდა დაუშვას.

“ლიბერალებს უნდათ ამ კვირაში  საერთოდ ნამუსი აგვხადონ. მათ გადააღებინეს გრანტების ფულით ვიღაც უნამუსო შვედეთში მცხოვრებ ვითომ ქართველ ვაი რეჟისორს ვინმე ლევან აკინს ფილმი, სადაც მთელი ქვეყნისათვის სულში ჩამაფურთხებელი ამბავია მოთხრობილი. ქართული ცეკვის ორ მოცეკვავეს მომაკაცს. ამ ფილმის ავტორის ავადმყოფი ჩანაფიქრით ერთმანეთი უყვარდებათ და მამათმავლურ ცოდვაში ჩავარდნილები ერთად ცხოვრობენ. ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს მთელი ქართული კულტურა არამარტო ცეკვა კინო მთელი ჩვენი ფოლკლორი და შერუცხყოფა მიაყენეს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის და ჩვენი უამრავი სასიქადულო მოცეკვავისა და მომღერლის ნათელ ხსოვნას, ასევე ჩვენი ცოცხალი ქართული ცეკვისა და სიმღერის ათიათასობით მოღვაწეს მოცეკვავეს.

ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი აქვთ 6 კინოთეატრში ამ ფილმის 3 დღიანი კინოჩვენება დღეში 2-2 სეანსი. ჩვენ თუ ამას დავუშვებთ ათასოიბთ ადამიანი ნახავს ამ ფილმს და კიდევ უფრო გაირყვნებბა დეგრადირდება სულიერად. “

შეგახსენებთ, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა 8-10 ნოემბერს კინოთეატრებში გაიმართება, რომლის ბლოკირებასაც, პროტესტის ნიშნად, „ქართული მარში გეგმავს“.