“რუსთავი 2” – ის ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი სანაიას იხსენებს. დღეს, გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან 18 წელი გავიდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს.
“ყველაზე გამორჩეული და სამაგალითო, ჩემი თაობის ჟურნალისტებში, საუკეთესო ადამიანი და ერთი შეხედვით პატარა ბიჭი, რიმელიც უდიდეს ძალას, გონიერებას და სიკეთეს ასხივბდა. არც ერთ გადაცემას არ ვტოვებდი და ყველა სიტყვას ვუსმენდი, როგორ დასვამდა შეკითხვას, როგორ მოიქცეოდა და როგორ გაუმკლავდებოდა რესპოდენტებს, რიმლებიც მაშინაც, მწვავე კითხვებზე ძალიან ბრაზდებოდნენ)) 18 წლის წინ, რუსთავი2- ის ეკრანზე შავი ფონი და ის საშინელი სიტყვები გამოჩნდა – გიორგი სანაია მოკლეს! ამ დღემ მთელი ეპოქა შეცვალა, იმიტომ, რომ ის ნამდვილად იყო ეპოქის ჟურნალისტი. 26 ივლისი არა მხოლოდ რუსთავი2 ის, მთლიანად ჟურნალისტიკის და საქართველოსთვის უმძიმესი დღეა ( ახლა, როცა ჩვენ, მთელი რუსთავი2 ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვართ, ხშირად ვფიქრობ, რომ ის ზუსტად ასე, ბოლო წუთამდე იბრძოლებდა, არასოდეს გაიყიდებოდა და არასოდეს დანებდებოდა, ამიტომ ჩვენ, გიორგის და მისი მომდევნო თაობის ჟურნალისტებსაც, სხვანაირად მოქცევის უფლება უბრალოდ არ გვაქვს. მადლობა, რომ დაგვიტოვე საუკეთესო მაგალითი, როგორები უნდა ვიყოთ”- წერს თამარ ბაღაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე