მთხოვენ, რატომ არ აგინებ ბიძინა ივანიშვილს?-ამას აზრი არ აქვს – ბესელია

რატომ არ ეუბნება არაფერს ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ – ამ კითხვით მიმართეს მმართველი გუნდის ყოფილ წევრს “ტვპირველის” ჟურნალისტებმა. ბესელიამ განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე მოსასმენი ბიძინა ივანიშვილისთვის იყო ის, რაც მან დღეს  ბრიფინგზე თქვა – “პირველი ოქტომბრის იდეალებთან ჩვენ აღარ ვართ და რომ პარტია მას დაშორდა – ყველაზე მძიმე მოსასმენი მისთვის ეს იყო. რაღაც მთხოვენ, რატომ არ აგინებ ბიძინა ივანიშვილს ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია, ამას აზრი არ აქვს”,-თქვა ბესელიამ გადაცემა “პირველებში”.