ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება.
“საქმე გააფუჭა – ეროვნული წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი ააფეთქა და წავიდა. და გაფუჭებულს ვინ გამოასწორებს? რამდენი დრო დაიკარგა და რამხელა მნიშვნელობის პროცესი დაზიანდა! რაც მალე აღდგება სტატუს-კვო ამ ორ უწყებასთან მიმართებით, მით მალე შევძლებთ იმ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესის გაგრძელებას, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს სტუმრობით დაიწყო”-წერს ბუღაძე.
მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის თანამდებობა დღეს დატოვა. მან განმარტა, რომ მისი გადადგომა რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას არ უკავშირდება.