“მწვანე სკოლაში” სწავლა დროებით შეწყდა

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საღამოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა “მწვანე სკოლასთან” გაკეთებული წარწერები, რის გამოც ლუკა პოლიციაში დაიბარეს და გავრცელებული ინფორმაციით, მასზე სამართალდამცველებმა ინფორმაციის მოპოვების მიზნით ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს. პოლიციიდან გამოსული მოზარდი მე-9 სართულიდან გადახტა.

სკოლა, სადაც ლუკა სწავლობდა, დღეს დაკეტილია. დილიდან სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეები და პედაგოგები არ გამოჩენილან. “ფორტუნა” ერთ-ერთ მშობელს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ სასწავლო პროცესი კვირის ბოლომდე შეწყდა და სკოლაში გლოვის დღეა გამოცხადებული.