მწვავე ვირუსული ინფექციით თბილისში 8 წლის ბავშვი დაიღუპა

8 წლის ბავშვი ის თემქაზე ერთ–ერთ პედიატრიულ კლინიკაში მწვავე ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას უკვე მძიმე იყო. სიმპტომები– ხელება, სუნთქვის უკმარისობა და ყელის ტკივილი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა აღმოჩნდა.

ბოლო ერთ თვეში გრიპის ვირუსის გამო კლინიკებში მიმართვიანობის მაჩვენებელი რადიკალურად გაიზარდა. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.შარშანდელთან შედარებით სეზონური ვირუსების გავრცელების სტატისტიკა მთელი საქართველოს მაშტაბით გაზრდილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 8 ტიპის ვირუსია გავრცელებული, ძირითადად A და B კატეგორია. ბოლო 3 კვირის განმავლობაში კი, ვირუსით დაინფიცირების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა.

მაღალ სიცხესთან ერთად, ყელისა და თავის ტკივილი გრიპის ძირითადი სიმპტომებია, ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას ამ ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს.

გრიპის სეზონი აპრილამდე გრძელდება. მისი პიკი კი იანვარ–თებერვალშია.