მუხიანში ბუნებრივი აირით 2 გოგონა მოიწამლა.
გავრცელებული ვერსიით, ერთმა გონება დაკარგა, მეორემ კი აივანზე გასვლა მოასწრო და შველა ითხოვა.
როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ორივე გოგონა ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში არის მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.














