მუხიანში ქალი სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას ემსხვერპლა

მუხიანში, მეორე მიკრორაიონის მეოთხე კორპუსში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა
მეზობლების თქმით, ქალი სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, სამაშველო სამსახური კი უსიამოვნო სუნის გამო გამოიძახეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.