მუნიციპალური ქონების მოიჯარეები გადასახადისგან მთელი საქართველოს მაშტაბით გათავისუფლდებიან

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული იჯარით გაცემული გადასახადების შეჩერებას, რომელიც ეხება სავაჭრო ობიექტებს, იგივე რეკომენდაცია ასევე მიეცა ყველა სხვა მუნიციპალიტეტს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ინიციატივის მიხედვით, ყველა ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებების იჯარით, სავაჭრო ობიექტებზე, მათ არ მოსთხოვონ მოიჯარეებს გადასახადი.

ჯერჯერობით იჯარისგან გათავისუფლება მაისის ბოლომდე მოხდება, შემდეგ კი გადაწყვეტილება არსებული ვითარების შესაბამისად გადაიხედება.