მუშა, რომელიც გორის Fashion Week-ის ბანერის გადატანის დროს მანქანიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

მუშა, რომელსაც გორში Fashion Week-ის ბანერის გადატანის დროს მანქანიდან გადმოვარდა, საავადმყოფოში დღეს  გარდაიცვალა.

მამაკაცს 22 ივლისს Fashion Week-ის ბანერი მანქანით გადაჰქონდა, რა დროსაც ქარის გამო საბარგულზე  თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.