პროტესტის მე-15 დღეს, ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან მუსიკოსები. ხვალ, პარლამენტის წინ აქცია-კონცერტი ჩატარდება.
მუსიკოსები ოკუპაციას საკუთარი მუსიკით გააპროტესტებენ.
აქცია-კონცერტი საქართველოს პარლამენტთან 19:00 სთ-ზე დაიწყება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
KayaKata
სოფო ბათილაშვილი
ნიკა კოჩაროვი
ერეკლე დეისაძე
მწვანე ოთახი
მარტივი გამოსავალი
ჯგუფი არა
რობი კუხიანიძე
მაია დარსმელიძე
გია თოიძე
გიორგი უშიკიშვილი
თამრიკო ჭოხონელიძე
ანიტა რაჭველიშვილი
თერიკა და დასავლელი
Kung Fu Junkie
Bedford Falls
Mellow
LOUDspeakers
The BearFox
Four Dimensional Monster Lobsters
და სხვები!
“დიდი ხანია, ქართული ხელისუფლება შემჩნეულია ჩვენს ქვეყანაში რუსული გავლენების პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში. 20 ივნისს კი მან ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და ისედაც პრორუსული ასამბლეის ფარგლებში, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, უმაღლესი თანამდებობის პირის ადგილას, საქართველოს დაუფარავი მტერი – სერგეი გავრილოვი ვიხილეთ.
რუსი დეპუტატის პარლამენტში სტუმრობის გამო დაწყებული პროტესტის დამრბევი შინაგან საქმეთა მინისტრი კვლავ ინარჩუნებს პოსტს.
“გავრილოვის ღამეს” ჰყავს დაზარალებული, დასახიჩრებული და დამცირებული მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომელთა ნაწილსაც სახლამდე სდიეს, დამიზნებით ესროლეს, სკვერებში ჩაუსაფრდნენ, ავტოფარეხის სახურავიდან გადმოაგდეს, თვალები დასთხარეს”-აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.