მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ-პარლამენტის წინ აქცია-კონცერტი იმართება


მუსიკოსები ოკუპაციის წინააღმდეგ-პარლამენტის წინ აქცია-კონცერტი  მიმდინარეობს. კონცერტი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

დღევანდელი აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება და ის სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებს დაეთმობა.

მუსიკოსები აქცია-კონცერტს პარლამენტის შენობის წინ აქცია “სირცხვილიას“ ფარგლებში მართავენ.ანტიოკუპაციურ აქციას რუსთაველზე, 20-მდე მომღერალი და მუსიკალური ჯგუფი უერთდება. აქციის მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. 

კონცერტში მონაწილეობენ: სოფო ბათილაშვილი, რობი კუხიანიძე, ანიტა რაჭველიშვილი, მაია დარსმელიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, გიორგი უშიკიშვილი,მწვანე ოთახი, კაიაკატა, ერეკლე დეისაძე, ჯგუფი არა, თერიკა და დასავლელი, დათო ლომიძე, სოფო ნიჟარაძე და სხვები.