„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გაათავისუფლეს. ზუგდიდის პოლიციის შენობა მან ხელწერილის საფუძველზე დატოვა.
„ნაცვალად იმისა, რომ უსაფრთხოებას იცავდნენ, დაკავებული არიან პოლიტიკური დევნით და იმ კანდიდატის დენით, რომელიც არჩევნებს იგებს. სამწუხაროდ, პოლიცია აქციეს ამ იარაღად. მივდიოდით პოლიტიკურ ღონისძიებაზე, რა დროსაც ახორციელებდნენ თვალთვალს, მათ ვთხოვეთ ეჩვენებინა საბუთები, როდესაც არ გვაჩვენეს გამოვიძახეთ პოლიცია. არ ვიცით ვინ იყვნენ ეს ადამიანები”,- განაცხადა პატარაიამ.
მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში განუმარტეს, რომ დაკავებული არ ყოფილა და მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფებოდა. პოლიციის შენობაში ამ დრომდე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი.
დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია,ასევე პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.