თავად „ოცნებასთან“ ერთად, ლოპოტაზე არჩევნებზე მსჯელობენ-ელისაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს

“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებლის ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობა“ ლოპოტაზე “ქართულ ოცნებასთან” ერთად იმყოფება და არჩევნებზე მსჯელობს. 

“მე და ლევან იოსელიანს მთელმა ოპოზიციამ და განსაკუთრებით ნაცმოძრაობამ, ლამის თვალები დაგვთხარეს პროპორციული არჩევნების პრეზენტაციაზე რატომ მიხვედითო. მით უფრო, ირაკლი კობახიძე იყო ოცნების პრეზენტაციაზეო. ჰოდა, ახლა თავად ოცნებასთან ერთად, ლოპოტის ტბაზე პროპორციული არჩევნების წესზე მსჯელობენ. თან ირაკლი კობახიძეც ესწრება ამ შეხვედრას. აბა, ახლა როგორ არის საქმე? და კიდევ – დღეს ასევე დადასტურდა, რომ ქართულ ოცნებას მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან სურს ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკება. იმიტომ, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა არიან რუსულად რომ ვთქვათ “ჩაშკა – ლოჟკა” და არცერთს არ ეთმობა ამ რეალობის შეცვლა”- განაცხადა ელისაშვილმა.