ნაცმოძრაობას არ უკადრია ის,რასაც ჩვენი თანაგუნდელები კადრულობენ–ირაკლი კობახიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროქტებისთვის კენჭისყრამდე დეპუტატებს უმრავლესობის სახელით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და „ევროპული საქართველოს“ და ბესელიას ჯგუფის კანონპროექტები ტყუილი და იურიდიულ საფუძველს მოკლებულია. პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს.პროექტის წინააღმდეგ ხმა 31-მა დეპუტატმა მისცა.კანონში ცვლილებებით, რომლის განხილვას და დამტკიცებას დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა ,მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა რეგულირდება.