“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღო.პროექტის წინააღმდეგ ხმა 31-მა დეპუტატმა მისცა.კანონში ცვლილებებით, რომლის განხილვას და დამტკიცებას დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა ,მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა რეგულირდება. პროექტის კენჭისყრამდე დარბაზში დებატები გაიმართა.