2019 წლის საშობაო ნაძვის ხე თბილისის ბიუჯეტს 304 848 ევრო უჯდება, რაც 996 853 ლარია.
ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა.
ნაძვის ხეს ერთწლიანი გარანტია აქვს, ტენდერის პირობების თანახმად, თბილისის მერიას ის 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა ჩაბარდეს.