,,ამ ნაძვის ხეზე დაიწყეს ბულინგი, რომ არის გამხდარი და არამოცულობითი. 11 საათამდე არის საცობი, რადგან მთელი ქვეყანა დარაზმულია და იმის სანახავად მიდის, თუ როგორი ლამაზია რუსთაველი და ნაძვის ხე”, -ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა “ტვ პირველთან” აცხადებს.
ზარქუა თბილისს იმ ევროპულ ქალაქებს ადარებს, რომლებიც მისი თქმით, ახალ ტენდენციებს, ბუნებრივ მორთულობას, იზიარებენ.
,,მე მინდა შევედარო იმ განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებს, სადაც ის ტენდენციებია წარმოდგენელი, როგორიც ამ ნაძვისხეზე. ჩვენი ნაძვის ხე დაახლოებით 300 ათასი ევრო დაჯდა. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მომავალ წელსაც შევისყიდით აღჭურვილობას,”- ამბობს ზარქუა.
ზარქუა ასევე აღნიშნავს, რომ ძველი განათებები და აღჭურვილობა არსად გამქრალა და ისინი თბილისის სხვადასხვა რაიონშია გადანაწილებული.