ნახეთ რამდენია შაქრის მაქსიმალური დღიური ნორმა, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული პრობლემები

შაქრის კავშირი ტვინთან უბრალოდ რაღაც თეორია არ არის. ბოლო წლების მანძილზე ბევრი კვლევა ჩატარდა, რომლებმაც დაამტკიცა, რომ შაქრის ზედმეტი მოხმარება მოქმედებს ტვინის უნარზე დიდი რაოდენობით ინფორმაცია დაიმახსოვროს და სწავლის უნარზეც  ახდენს გავლენას.

ერთ–ერთმა კვლევამ, რომელიც ორი წლის წინ ჩატარდა, დაადგინა დიდი რაოდენობით შაქრის მოხმარების კავშირი ინსულტისა და დემენციის განვითარების მაღალ რისკთან. მეორე კვლევამ კი დაადგინა, რომ შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება ტვინის ანთების პროვოცირებას იწვევს, რასაც მეხსიერების პრობლემები მოყვება. სისხლძარღვთა სისტემაზე და ტვინზე შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარების უარყოფითი გავლენა აშკარაა.

რამდენია შაქრის  ნორმალური დოზა?

ექსპერტული ჯგუფები მთელ მსოფლიოში თანმიმდევრულ რეკომენდაციებს იძლევიან შაქრის ყოველდღიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ამერიკის კარდილოგთა ასოციაცის რეკომენდაციით ქალებისთვის დღეში 6 ჩაის კოვზზე, ანუ 25 გრამზე მეტი შაქრის მიღება არ შეიძლება. მამაკაცებისთვის კი მაქსიმალური დოზა 9 ჩაის კოვზი, ანუ 38 გრამია.

ბავშვებისთვის მაქსიმალური დღიური ნორმა მათი ასაკის და კალორიების მოხმარების მიხედვით 3–6 კოვზს შორის, ანუ 12–დან 25 გრამამდე მერყეობს.

ეს ნორმები შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს იმის შესახებ, რომ ზრდასრულმა ადამიანმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს კალორიების 10%ზე მეტი შაქრიდან, ნატურალური შაქრის შემცველი პროდუქტიდან (თაფლი) და ხილის წვენებიდან. სასურველია თუ ეს პროცენტი 5–ზე მეტი არ იქნება.

კვლევები აჩვენებს, რომ ნებისმიერი შაქარი, რომელიც ჩვენს საკვებს ემატება საშიშია. შეგვიძლია შაქრის მოთხოვნილება რაფინირებული შაქრის ნაცვლად ახალი ხილით დავიკმაყოფილოთ.

ახალი ხილის მიღება ტკბილი გემოს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და ბონუსად უჯრედისს, ანტიოქსიდანტებს და ფიტოქიმიურ შენაერთებს იღებთ, რომლებიც სისხლში ქარის გატყორცნას ამცირებენ და მის ნეგატიურ შედეგებს ბლოკავენ. შეგიძლიათ მიირთვათ სხვა პროდუქტები ტკბილი გემოთი, რათა ტკბილის მოთხოვნილება დაიკმაყოფილოთ.

უარი თქვით შაქარზე ერთი თვის განმავლობაში და თავად ნახავთ, როგორ გააუმჯობესდება თქვენი შრომისუნარიანობა და მეხსიერება.