თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის დაწყებისას რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა. კალაძემ სამეგრელოს მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება.
„მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ნახევრად მეგრელი ვარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონების განვითრება, განსაკუთრებით, სამეგრელოს წინსვლა იმიტომ, რომ ზუგდიდი ყველაზე ახლოსაა აფხაზეთთან. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, როგორ ვითარდება ჩვენი ქალაქები, როგორ ვითარდება ჩვენი რეგიონები.
ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, თუმცა დამეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ არსებობს სოციალური პრობლემები. რა თქმა უნდა, ქვეყანა ეკონომიკურად კიდევ უნდა განვითარდეს, კიდევ უნდა გავძლიერდეთ, კიდევ უნდა განვითარდეს რეგიონები და ქალაქები, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა უნდა იგრძნოს საკუთარ თავზე. ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით,“ – განაცხადა კახა კალაძემ.