“ნამუსი გაქვთ?”-ასე მიმართა სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.
„რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელებს 15 წელზე მეტს ვერ მივცემთო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ. ამ ჩემ ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის გარიგება? ამიხსენით ვინმემ. შთამომავალი, რომელიც მომიკლა სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა“, – მიმართა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ, რომელმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.