თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და მაშინდელი ხელისუფლების წევრი გიგა ბოკერია საუბრობს, რომ 7 ნოემბრის აქციის დაშლა კანონიერად მოხდა. თაკო ჩარკვიანი გიგა ბოკერიას და მის მეუღლეს თამარ ჩერგოლეიშვილს აკრიტიკებს.
„აი, მართლა ნამუსიც კარგი საქონელია, რა. ამის ცოლი იძახის, მიშა და „ნაცები“ ცუდიაო, პროვოკაცია მოაწყვესო და ფინალში თვალებდათხრილი ხალხი მივიღეთო (ერთი ერთში, ბიძინას და გახარიას მესიჯი). კიდევ კარგად ყოფილა სააკაშვილი და კიდევ კარგად მოუხერხებია ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება ამათ ხელში. დიახ, მე ვამბობ ამას 7 ნოემბრის აქციის მონაწილე! ხალხის დარბევას მაშინ თუ ვაპროტესტებდით, ახლა აღარ აპროტესტებთ, ჩვენი შვილების თვალების დათხრას ზოგიერთი „ლაგამამოდებული“????? დიიიდი ქარხანა მუშაობდა მაშინაც და ახლაც საქართველოს განვითარების წინააღმდეგ? ახლა უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი, კიდევ კარგად მოგვიხერხებია ამ ხნის მანძილზე განვითარება დიახ, იყო დანაშაულებები და იყო განვითარება და შენება (ყოფილი ხელისუფლების დროს)! ახლა მხოლოდ დანაშაულებებია, არანაირი განვითარება, „რუსული ჭაობია“ წინ! ეს ნიჭიერი ხალხი, უნიჭოებივითვიქცევით“ რით ვერ გავიგეთ, რომ „ძალა ერთობაშია”, ანუ შეცდომების გაანალიზებაში და რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში კოალიციური მთავრობის დროს, კანონის უზენაესობაა, თავისუფალი პროკურატურა,სადაც ანტიკორუფციული კანონი მუშაობს, საშიში არაფერია! ამიტომ ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, რომ , „ძალა ერთობაშია“!!!, – წერს თაკო ჩარკვიანი.