გუშინ, 23 თებერვალს მსახიობის და ტელეწამყვანის ნანა ფაჩუაშვილის ვაჟი თამაზ აფხაიძე გარდაიცვალა.
„ხელი არ მიბრუნდება ჩემს უახლოეს და უსაყვარლეს მეგობარზე, თან კლასელზე ამ განცხადების დასაწერად, მაგრამ იძულებული ვარ როგორც ინფორმაცია ისე დავდო: გარდაიცვალა თამაზ აფხაიძე” – წერს სარიშვილი.
ნანა ფაჩუაშვილი 19 წლის იყო, როდესაც ფეხმძიმე დაქვრივდა. მსახიობმა შვილს გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა.