ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც საზოგადოებამ სიძულვილის ენის გამოყენებით გაიცნო, “ქართული ოცნება-კონსერვატორები” დატოვა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება
ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ წარწერით გაზიარებას წინ უძღოდა კახეთში მომხდარი ტრაგედია, რომლის შედეგადაც სალომე ბარკერის 16 წლის და გარდაიცვალა.
უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ კოსტავამ პოსტი წაშალა და განაცხადა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა.
კოსტავა ქართულმა ოცნებამ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან 31 მაისს გადააყენა. ამავე დღეს ის გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.
კოსტავა საკრებულოს დატოვებასაც აპირებდა, თუმცა 3 ივნისს დატოვებდა მანდატის დათმობაზე უარი განაცხადა. მისი გადაყენების მოთხოვნით ქუთაისში არაერთი აქცია გაიმართა.
სამოქალაქო აქტივისტებმა დაგმეს ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენის ტირაჟირება და განაცხადეს, რომ საკრებულოში მისი ადგილი არ არის.