“ნანა წადი”-ქუთაისში კოსტავას წინააღმდეგ კიდევ ერთი აქცია გაიმართა

“ნანა წადი” – ამ მოწოდებით ქუთაისის მერიასთან ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისმა” აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს  ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლა. “ნანა კოსტავა არ არის ქუთაისის არჩევანი”-განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციაზე შეკრებილებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს და ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს.

ნანა კოსტავას გადადგომას საზოგადოება სიძულვილის შემცველი ტექსტის გამოქვეყნების გამო მოითხოვს.

მან სიძულვილის ენა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე 16 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოიყენა.

არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, კოსტავა დღემდე საკრებულოს წევრია და მანდატის დათმობას არ აპირებს.