ახალი სეზონიდან „ნანუკას შოუ“ ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი არხზე რჩება და ახალ გადაცემაზე იმუსავებს, თუმცა ახალი გადაცემის ფორმატი ჯერჯერობით უცნობია.
„ჯერ ვრჩებით რუსთავი 2-ზე ვიდრე სარედაქციო პოლიტიკა იქნება ისეთი, როგორც დღეს არის. ახალი გადაცემის ფორმატი საბოლოდ ჩამოყალიბებული არ გვაქვს. „ნანუკას შოუ“ ათი წლის გახდა და ვფიქრობ, როდესაც რაღაც პროექტი ათი წლის ხდება, ასრულებს ერთ ეტაპს. მგონია, რომ მაყურებელს ახალი უნდა შევთავაზო, თუმცა ეს არ იქნება პოლიტიკური თოქ-შოუ.“-უთხრა „პრაიმტაიმს“ ნანუკა ჟორჟოლიანმა.