ნარკოდანაშაულის საქმეზე ბერთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას გირაო 10 000 ლარი შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნულ საქმეზე ბერის  ჩვენება არსებობს, იმის შესახებ, რომ მალანიამ ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღმკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, დღეს ზუგდიდში ნარკოდანაშაულითვის ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი სასულიერო პირი.