ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორის, მარიამ ქორიძის განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, არსებობს მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე. დაკავებული სადვოკატი, ჯიტა გულუა გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა.  მისი თქმით, ბერი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს და ის პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა. ადვოკატმა. მან ასევე სასამართლოს წარუდგინა სასულიერო პირების ნაწილის შუამდგომლობა და ბერის დახასიათება. თუმცა ეს არგუმენტები მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

შენახსენებთ, რომ  ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი სასულიერო პირი დააკავეს. მეორე დაკავებულს, რომან მალანიას 10 000 – ლარიანი გირაო შეეფარდა.

მსგავსი თემები