ზუგდიდში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის, სვიმონ (გიგა) ქავთარაძის და რომან მალანიას წინასასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე სასულიერო პირისთვის აღკვეთი ღონისძიების ფორმის გადასინჯვის საკითხზე ხელახლა იმსჯელეს.
მოსამართლე ნატრული აკობიამ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და სასულიერო პირი პატიმრობაში დატოვა. თავის მხრივ, სასულიერო პირმა დღევანდელ სხდომაზეც დანაშაული აღიარა.მეორე ბრალდებულმა რომან მალანიამ კი განაცხადა, რომ უდანაშაულოა.
ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა.