ნატა ფერაძემ თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეებს შუა თითები უჩვენა

პარტიზანმა მებაღემ და სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ  პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად თბილისი პრაიდის მოწინაღმდეგეებს შუა თითები უჩვენა.

ფერაძემ იმედის  პირდაპირ ეთერში იყო მიწვეული, მან რამდენიმე წამში დატოვა სტუდია და გასვლამდე განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარესთან სასაუბრო არაფერი ჰქონდა. ფერაძის აზრით, მის წინაშე მყოფი ადამიანების ადგილი ციხეშია.

ნატა ფერაძემ ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია იმედი ძალადობის ტირაჟირებას ახდენს.

“მე მოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ მოძალადე უნდა იჯდეს ციხეში”-განაცხადა ფერაძემ.