“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერებმა, რომლებიც დღეს გაზის ტარიფის მომატებას ვარაუდობდნენ, სემეკ-თან აქცცია გამართეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი აირის ტარიფი შემცირდა. შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ კომისიამ ტარიფის გაზრდა მათი აქციის გამო ვერ გაბედა.
“დღეს ივანიშვილის რეჟიმი აპირებდა არჩევნებში გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, თუ დახარჯა 1 ლარი, აპირებდა 100 ლარის ამოღებას. აპირებდნენ გაზის ტარიფის მომატებას და წინასაახალწლოდ ჩვენი ხალხის “გახარებას”. ჩვენ, ჩვენი შეზღუდული აქციით არ მივეცით ამის საშუალება, შეეშინდა ხალხის, შეეშინდა, რომ ამას მოჰყვებოდა საპროტესტო ტალღის აგორება და ვერ გაბედეს ტარიფის აწევა, ეს კი არა ცოტა დაწევაც კი გააკეთეს. აღნშნულმა აჩვენა ერთი ჭეშმარიტება, რაც მალე გადავიცმევთ წითელ ჟილეტებს, მთელი ხალხი და გამოვალთ გარეთ, ვერავინ ვერაფერს გაბედავს და ჩვენს წართმეულ საქართველოს დავიბრუნებთ, დამერწმუნეთ. ჩავიცვათ ეს ჟულეტები, ყოველგვარი პარტიული, ეროვნული, ეთნიკური, ორიენტაციული კუთვნილებისა”,თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ბუნებრივი აირის საფასური შემცირდა